მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულში, არსებულ მიწის ნაკვეთებზე ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
26 იანვრიდან 26 თებერვლის ჩათვლით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფერიის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.
იხ. გადაწყვეტილება: https://drive.google.com/file/d/1lS-Z0fSBwl26MLluC2sPTXUVV_CiE3Xd/view?usp=drive_link

