ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, რუსუდან შავიშვილი და დირექტორის მოადგილე, ავთანდილ ფუტკარაძე, ხელვაჩაურის მუნიციალიტეტში, ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებს, პირველადი ჯანდაცვის ქსელის ექიმებსა და სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი სამედიცინო პერსონალისთვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2024 წლის პროგრამული ღონისძიებების შესრულების წესებისა და 2023 წლის ვაქცინაციის შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.






