ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები 2024 წელსაც აქტიურად გაგრძელდება!
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების და მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის შესახებ, შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მერის მოადგილეები, ასევე ქედის მუნიციპალიტეტის მერი, შუახევისა და ხულოს მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებმა, არჩილ ბერიძემ და მირიან ქათამაძემ, კიდევ ერთხელ აღინიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების წარმატებით განხორციელებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მიმდინარე წელსაც გეგმის მიხედვით, რამდენიმე ეტაპად განახორციელებს. წინა წლების მსგავსად, პირველ ეტაპზე როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში განხორციელდება მავნებლის მონიტორინგი; გავრცელების არეალისა და რიცხოვნობის განსაზღვრის შემდეგ, ტემპერატურის მატებასთან ერთად, შედეგების გათვალისწინებით, განთავსდება სპეციალური სადგურები და საჭიროებისამებრ ჩატარდება წამლობა.
2023 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის მეშვეობით, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დასავლეთ საქართველოში დამუშავდა 48 433,5 ჰა ტერიტორია, ხოლო თერმული ნისლით – 264 048 ჰა ტერიტორია.
#ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას






