ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ძირითად მიმართულებებზე, თოვლის საფარის გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 30-40 სანტიმეტრს აღწევს. მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან მისასვლელი გზები იწმინდება, აქტიურადაა ჩართული, როგორც მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული, ასევე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა.
მაჭახლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე ადგილზე გაეცნო.
მიმდინარეობს სოფლის შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოებიც. მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის გადაადგილება შეზღუდული არ არის.
ელექტრო ენერგია, მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს სრული დატვირთვით მიეწოდება.






