ხელვაჩაურის მუნიციპალტეტში საახალწლო ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში საახალწლო კონცერტი გაიმართა.
კონცერტში, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები: “ეპოქა”, ,,კოლხეთი”, ,,ათძალი”, ,,კოლხა”, ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და ახალშენის სახელოვნებო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მირიან კვირიტიძე, საკრებულოს წევრები და მობრძანებული სტუმრები ესწრებოდნენ.





