„ჩვენს თანამემამულეებს, განსაკუთრებით კი ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ქრისტიანული სამყაროსთვის შობა უდიდესი დღესასწაულია – მაცხოვრის შობამ კაცობრიობის ისტორიაში ახალ ერას დაუდო საფუძველი, ესაა 12 საუფლო დღესასწაულს შორის, ერთ-ერთი უდიდესი, ამიტომაც მინდა განსაკუთრებულად მოგილოცოთ.
გისურვოთ კაცთმოყვარეობა, სიყვარული,ურთიერთპატივისცემა და სიკეთე.
ეს ის უმთავრესი ღირებულებებია, რომელიც საუკუნეების წინ გვიქადაგა ქრისტემ და თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველდღიურად ვიაროთ ამ გზით, მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით წარმატებულად, ერთიან საქართველოში.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საშობაო ლიტურგიას ახალშენის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, ოჯახთან, მერის მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.






