სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2024” გაიმართა.

სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2024” გაიმართა.
🔱ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სარფის სანაპიროზე “ხელვაჩაურის დღეების” ფარგლებში, სახალხო დღესასწაული “კოლხობა 2024” გაიმართა.
🔱სახალხო დღესასწაულს საფუძველი პირველად 1978 წელს ჩაეყარა, რომელიც ,,ქვაომხაზობის” სახელით გაიმართა. 1979 წლიდან კი დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით იმართება. „კოლხობა“ მეფე აიეტის და მედეას მითთან არის დაკავშირებული. სახალხო დღესასწაულს საიუბილეო თარიღი აქვს, ის 45 წელია ტარდება და წელს განსაკუთრებით აღინიშნა.
🔱სახალხო ზეიმში ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ, მათ შორის ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი.
➡️ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content