ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე – თენგიზ ირემაძესთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელ – ხათუნა დიდმანიძესთან და ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ბოლო ზარის ღონისძიებას ქედქედის საჯარო სკოლაში დაესწრო.
„დღევანდელი “ბოლო ზარი” მხოლოდ სკოლის დამთავრებას კი არა, თქვენი ახალი მომავლის დაწყებას აღნიშნავს. გისურვებთ, რომ ეს გზა სავსე იყოს სიხარულით, ბედნიერებითა და ბევრი წარმატებით.” – აღნიშნა ზაზა დიასამიძემ.
2025 წელს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლა 552 მოსწავლემ დაასრულა.













