30 აპრილს ბიბლიოთეკარების პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, ბიბლიოთეკარებს მიულოცა მათი პროფესიული დღე.
მერმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკარებს მათი მრავალწლიანი, თავდადებული და უანგარო შრომისთვის, რომელიც შეუფასებელია განათლებისა და კულტურის განვითარების საქმეში.
„ბიბლიოთეკარი არ არის მხოლოდ პროფესია, ეს არის მისია, რომელიც აერთიანებს სიბრძნეს, მოთმინებასა და სულიერ სიმდიდრეს. თქვენი ღვაწლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს ჩვენს მუნიციპალიტეტში” – აღნიშნა მერმა თავის სიტყვაში.
ზაზა დიასამიძემ განსაკუთრებული პატივისცემით დააჯილდოვა ღვაწლმოსილი ბიბლიოთეკარები, პროფესიული ერთგულებისა და საზოგადოების წინაშე თავგანწირული სამსახურისთვის.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ქარცივაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ლორთქიფანიძე, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.