ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სამ დღიანი ბანაკის ,,პროფესიული ორიენტაცია” ფარგლებში, გამართული აქტივობები დასრულდა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესორ – მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს კრიმინალისტიკის კაბინეტში, გაეცნენ კვალის აღების მეთოდიკას, სასამართლო საიმიტაციო დარბაზში სპეციალისტების ჩართულობით გადაინაწილეს როლები და იმიტირებული პროცესი გამართეს. გაეცნენ იურიდიული კლინიკის მუშაობას.












