ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-16 საერთაშორისო გამოფენაში – EBIT 2025 მონაწილეობს, მასში 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიაა ჩართული.
გამოფენაზე მუნიციპალიტეტისათვის დამახასიათებელი იარაღი და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნივთები, ლაზური და ადგილობრივი კერძები, ფოლკლორული ანსამბლების მიერ შესრულებული სიმღერები და ფოტო გამოფენა წარადგინეს, რაც ტურისტებს გარკვეულ შთაბეჭდილებას შეუქმნის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ღონისძიების მიზანი, ტურისტული კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება და ახალი სერვისების შესახებ ინფორმაციის გაცვლაა, საგამოფენო კომპანია “Expo Batum”-ის ორგანიზებული გამოფენა დღეს გაიხსნა და 11 მაისს დაიხურება.