ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა გაიმართა.

ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე დაესწრო ხელვაჩაურის მეჩეთში გამართულ სადღესასწაულო ლოცვას, რომელიც ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა. ლოცვის დასრულების შემდეგ, მერმა მიულოცა მუსლიმებს ყურბან ბაირამი, უსურვა მშვიდობა, კეთილდღეობა და ერთიანობა.
ლოცვას, ასევე ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, მერის მოადგილეები და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები.
ყურბან ბაირამი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია მუსლიმური რელიგიური კალენდრის მიხედვით. იგი მოძრავი თარიღის მქონე დღესასწაულია და მარხვის დასრულებიდან 70-ე დღეს აღინიშნება. დღესასწაული მსხვერპლშეწირვას, ქველმოქმედებასა და ახლობლებთან ერთობლივ ზეიმს მოიცავს და მისი მთავარი არსია სულიერი განწმენდა, თანამოძმეზე ზრუნვა და ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content