მთავრობა გეოლოგიური პროცესებით, დიდთოვლობით და ხანძრით დაზარალებულ 598 ოჯახს დაეხმარება

მთავრობა გეოლოგიური პროცესებით, დიდთოვლობით და ხანძრით დაზარალებულ 598 ოჯახს დაეხმარება
მთავრობა გეოლოგიური პროცესებით, დიდთოვლობით და ხანძრით დაზარალებულ 598 ოჯახს, 5 მილიონ 583 477 ლარით დაეხმარება.
დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ 526 ოჯახს ფინანსური დახმარება 4 მილიონ 848 587 ლარის ოდენობით საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხოლო გეოლოგიური პროცესების და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 72 ოჯახს, თანხა 737 890 ლარის ოდენობით აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა.
საკითხთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა. კომისიის რეკომენდაცია ხელმოსაწერად ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
მიმდინარე წელს, სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 419 ოჯახს, საცხოვრებელი სახლების აღდგენა/რეაბილიტაციისთვის, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 4 მილიონ 207 264 ლარის ოდენობით უკვე გამოეყო.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content