აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის დასკვნითი გალაკონცერტი და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში.
ღონისძიებაში, აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის -„ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია“, ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული 12 გამოვლინდა.
I I I ადგილი
გამარჯვებული გუნდი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დააჯილდოვა.
„გრანპრის“ მფლობელ ანსამბლებს დაუფინანსდებათ გასტროლი (20 000 ლარის ოდენობით) და გადაეცემათ სასცენო სამოსი. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულები დაჯილდოვდნენ სასცენო სამოსით, ტრადიციული ხალხური საკრავებითა და ფულადი ჯილდოებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.













