ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება, მერი პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ საკრებულოსა და მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემისა და რეზერვუარის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
სოფელი სამება – სასმელი წყლის რეზერვუარების მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.
სოფელი ახალშენი – კვირიკაძეების და დევაძეების დასახლებაში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები.
პროექტების დასრულების შემდეგ, ახალშენისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების 600-მდე ოჯახი უწყვეტი წყლის მომარაგებით ისარგებლებს.








