თბილისის საკრებულოში სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის და რეგიონული განვითარების მინისტრებმა, სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაციის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პროცედურებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის გაგრძელებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი, კახაბერ გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის ვიცე-მერი, გიორგი ტყემალაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.















