ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრთან, მინდია დიასამიძესთან, საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, თხილნარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახლადდაგებული ბეტონის გზა დაათვალიერა,
შეხვდა მოსახლეობას, მოისმინა მათი საჭიროებები და განიხილა სამომავლო გეგმები.
ინფრასტრუქტურული პროექტები პარალელურად გრძელდება სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც. ამ ეტაპზე, მახინჯაურსა და ახალშენში, მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ფერდსამაგრი კედლების მოწყობის სამუშაოები.





