ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახის ინიციატივით, „დამწყები მეწარმე ქალების პროგრამის“ ფარგლებში, გაიმართა გასვლითი ღონისძიება, სამეწარმეო ტური გურიის რეგიონში თემაზე „გაიზიარე წარმატების მაგალითი“.
ტურის დაწყებამდე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მონაწილე ქალებს წარმატებები უსურვა ახალ საქმიანობაში.
შეხვედრის მიზანი იყო დამწყები მეწარმე ქალების მხარდაჭერა ახალი იდეების განხორციელებაში, არსებული შესაძლებლობებისა და ფინანსური რესურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, გამოცდილების გაზიარება, ასევე საქმიანობაში წარმოქმნილი სირთულეებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიება.
აღნიშნული ინიციატივა მონაწილეებს შემატებს მოტივაციასა და გამბედაობას, რაც დადებითად აისახება მათ პროფესიულ საქმიანობაზე და დაეხმარება საკუთარი იდეების სრულფასოვან პროექტებად ქცევაში.





