ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ლეგენდარული ანსამბლ “ქართული ხმების” კონცერტი გაიმართა.
ხელვაჩაურის კულტურის ცენტრის დარბაზში, წარმოდგენილი იყო სპეციალურად შედგენილი საკონცერტო პროგრამა სახელწოდებით: „სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“, რომელიც მოიცავდა მრავალი თაობისთვის საყვარელ კომპოზიციებს, გასული საუკუნის ქართული კინოს კლასიკად ქცეული ფილმებიდან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე კულტურის სამინისტროს, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები.
კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო ქართული კინომუსიკის პოპულარიზაცია, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ხელმისაწვდომობა სხვადასხვა თაობისთვის.






