დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ დამტკიცებულ იქნა დადგენილებისა და განკარგულების პროექტები. მათ შორის: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ. ასევე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 27 ივნისის #12 და 2018 წლის 19 თებერვლის #07 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.






