ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ახალგაზრდობის ცენტრის წევრ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტებისა და მიმდინარე პროგრამების გაცნობა, ასევე ახალგაზრდებისგან ინიციატივების მოსმენა და მათ საჭიროებებზე რეაგირება.
მერმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ პროგრამებსა და საგანმანათლებლო მიმართულებით ხელშეწყობაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები სარგებლობენ, მათ შორის სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში ჩართულობაზე.












