7 სექტემბერს, 17:00 საათზე, გონიოს ციხის ტერიტორიაზე ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდებიან საპატიო ხელვაჩაურელები.
გაიმართება სხვადასხვა სახის კულტურული და გასართობი ღონისძიებები, მოეწყობა ეთნოგრაფიული ნიმუშებისა და რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა.
18:00 საათი – მაყურებლის წინაშე ჯგუფი „ურსა“ წარსდგება.
მუსიკა, ისტორიული გარემო და მეგობრული ატმოსფერო კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის “ხელვაჩაურის დღეებს”.

