ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა. სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი წინადადებებისა და საჭიროებების შესახებ მერთან ესაუბრათ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე, რომელთა გადაჭრაში მერიის შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან.





