ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ, მაია ხაჯიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე, არჩილ მხეიძესთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ ხათუნა დიდმანიძესთან ერთად მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა.
შეხვედრა შეეხებოდა ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას და იმ საკითხების განხილვას, რომლებიც სკოლების მზადყოფნასა და სწავლის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია.
მერმა ყურადღება გაამახვილა, ინფრასტრუქტურულ და ორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო როგორც სკოლებში უსაფრთხოებისა და კომფორტული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას, ისე სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას.
მერმა მადლობა გადაუხადა დირექტორებს მათ მიერ, გაწეული შრომისა და პასუხისმგებლობისთვის, რადგან მნიშვნელოვანია, თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს შესაძლებლობა, სწავლა დაიწყოს უსაფრთხო, თანამედროვე და კეთილმოწყობილ გარემოში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე წელს დაგეგმილი პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტი გააგრძელებს სკოლების მხარდაჭერას, როგორც ინფრასტრუქტურული განახლების, ისე საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების კუთხით.







