ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ მხეიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ, მინდია დიასამიძესთან და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელ ლიკა გოგიტიძესთან ერთად, ხელვაჩაურის N1 და N2 საბავშვო ბაღებს ესტუმრა.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო პროცესი უსურვეს.
მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები ხორციელდება, უკვე დასრულდა საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ახალსოფელში და მიმდინარეობს საბავშვო ბაღის მშებლობა სოფელ ერგესა და განთიადში.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, პრიორიტეტი კვლავაც განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაძლიერებაა. წლის განმავლობაში იგეგმება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტები, ისე სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერა.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content