საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ მხეიძესთან და რესურსცენტრის ხელმძღვანელ ხათუნა დიდმანიძესთან ერთად, სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლაში ახალი სასაწვლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეები.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო და დაწყებითი სკოლები ახალ სასაწავლო წელს მომზადებულები შეხვდნენ გამართული ინფრასტრუქტურითა და ინვენტარით. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში წელს 673 პირველკლასელი ჩაირიცხა.















