დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ დამტკიცდა განკარგულების პროექტები: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ და საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ, ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე.
საკრებულოს სხდომას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე ესწრებოდა.