ახალშენში კულტურის სახლის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ სოფელ ახალშენში კულტურის სახლის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, ახალშენში კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება, რაც გულისხმობს შენობის ფასადისა და შიდა ინტერიერის სრულ განახლებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2026 წლის ივნისში.