ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერიის სამსახურების, განყოფილების უფროსები და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მერმა მოისმინა ინფორმაცია ინფრასტრუქტურული პროექტების, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და დაგეგმილი კულტურული აქტივობების შესახებ. შეხვედრაზე იმსჯელეს ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და დროული სერვისების მიწოდების შესახებ.












