ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში, დამეწყრილი მონაკვეთების აღსადგენად, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროს ზაზა შავაძესთან და მოადგილეებთან ერთად, მიმდინარე საპროექტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.







