ხელვაჩურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპრეშუმში 90 ეკომიგრანტ ოჯახს თანამედროვე სტანდარტების, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინები გადაეცა.
ახალი სახლის გასაღები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ ბოლქვაძეების ოჯახს სიმბოლურად გადასცეს.
ასევე, მუნიციპალიტეტში ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს სოციალური სახლების მშენებლობა, რომლებიც 2028 წლამდე დასრულდება და 235 ეკომიგრანტი ოჯახი დაკმაყოფილდება ახალი, კომფორტული და უსაფრთხო საცხოვრებლით.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.








