ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან 2025 წლის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვის სფეროში 2025 წელს განხორციელებული პროგრამები და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია.














