ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მოიცავდა კულტურულ და გასართობ აქტივობებს. საბავშვო პროგრამის ფარგლებში გაიმართა ანიმაციური წარმოდგენები და სხვადასხვა თემატური აქტივობა. ღონისძიების მონაწილე ბავშვებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრ, მინდია დიასამიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აკადემიკოს ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიანტი სტუდენტები დააჯილდოვა.