დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ დამტკიცებულ იქნა დადგენილებისა და განკარგულების პროექტები.
მათ შორის: განკარგულების პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებისა და პირად მწვრთნელთა მიღწეული წარმატებების წასახალისებლად ფულადი ჯილდოების დაწესების თაობაზე. ასევე, ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების 2025 წლის ანგარიში.












