საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით აჭარაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროგრამების და აქტივობების პრეზენტაცია გაიმართა, აღინიშნა, რომ ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისთვის ხელსაყრელი და სრულფასოვანი გარემოს შესაქმნელად ცენტრალური და მუნიციპალური უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ასევე, დაიგეგმა საერთო აქტივობები, რომელიც მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
სამუშაო შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, აჭარის მუნიციპალიტეტების მერები, ახალგარდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, ხელმძღვანელის მოადგილე, ანა ბუხრაშვილი, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე ცვარიანი და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ.











