ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან ერთად, სოფელ სარფში ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ლაზი მხატვრისა და პოეტის ჰასან ჰელიმიშის მდიდარი შემოქმედება, რომელიც მუზეუმშია დაცული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვანის ნამუშევრებს, რომლებშიც ნათლად არის ასახული ლაზეთისა და აჭარის ყოფითი ცხოვრების სურათები, რაც მის შემოქმედებას გამორჩეულ ავთენტურობასა და ხალხურ ხასიათს სძენს.
აღსანიშნავია, რომ ჰასან ჰელიმიშის ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც სარფის საშუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზში, ისე სხვადასხვა კერძო კოლექციებში. ვიზიტისას ხაზი გაესვა მხატვრის შემოქმედების სათანადოდ წარმოჩენის მნიშვნელობას ფართო საზოგადოებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო კულტურულ სივრცეში.
მუზეუმი, ასევე დაათვალიერეს მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძემ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელებმა და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლუარა დუმბაძე.
მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content