ხელვაჩაურის ღია საერთაშორისო პირველობა კონტაქტურ კარატეში.

ხელვაჩაურის ღია საერთაშორისო პირველობა კონტაქტურ კარატეში.

ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის ინიციატივითა და აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის მხარდაჭერით, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში გაიმართა, ხელვაჩაურის ღია საერთაშორისო პირველობა კონტაქტურ კარატეში.

ტურნირი ჩატარდა გოგონებსა და ვაჟებს შორის 26 წონით კატეგორიაში. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 7 გუნდმა და ისრაელის ჭაბუკთა ნაკრებმა, ჯამში 150-ზე მეტმა სპორტსმენმა, რომლებმაც მაღალი პროფესიონალიზმი და სპორტული სულისკვეთება გამოავლინეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის დირექტორი და აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი.

ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის სპორტსმენებმა და შემდეგი საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

🥉 გიორგი გვიანიძე – ბრინჯაო
🥉 დათუნა შაშიკაძე – ბრინჯაო
🥉 ნინო მსხლაძე – ბრინჯაო

გამარჯვებული და საპრიზო ადგილების მფლობელი სპორტსმენები სტუმრებმა თასებით, სიგელებითა და მედლებით დააჯილდოვეს.

ვულოცავთ ყველა მონაწილეს ღირსეულ გამოსვლას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ შეჯიბრებებში.

 

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია
წერილი ხელვაჩაურის მერს
წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს
იდეა უკეთესი ხელვაჩაურისთვის
ელექტრონული პეტიცია
ელ. მმართველობის სისტემა
ტურიზმი
ფოტო/ვიდეო გალერეა
საინფორმაციო დაფა
ძველი ვებ გვერდი
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრეზიდენტი
აჭარის მთავრობა
აჭარის უმაღლესი საბჭო
ქალაქ ბათუმის მერია
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერია
შუახევის მუნიციპალიტეტის მერია
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
Skip to content