ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მოადგილეებთან ერთად, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ასევე მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლებში არსებული მდგომარეობა, აგრეთვე სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები და საჭიროებები.

















