ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მუნიციპალიტეტის ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში მერი დეტალურად გაეცნო სამსახურის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაო პროცესებს, მიმდინარე წლისათვის დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობასა და პრიორიტეტულ პროექტებს. ასევე, განხილულ იქნა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ინიციატივების განხორციელების ეტაპები, არსებული გამოწვევები და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზები. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გასულ წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასებასა და შედეგების შეჯამებას.






