ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა.
სოფელ თხილნარში აქტიურად მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში იგება არმირებული ბეტონის საფარი.
სოფელ მახოში (დავითაძეები) დასრულდა შიდა სასოფლო გზის მოწყობა. სამუშაოების შედეგად მოეწყო არმირებული ბეტონის საფარი.
სოფელ სარფში დასრულდა შიდა სასოფლო გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ახალი გზის მოწყობა, დაიგო ცემენტ-ბეტონის არმირებული საფარი, აშენდა შესაბამისი ხელოვნური ნაგებობები და მოეწყო სანიაღვრე არხები.
მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მალხაზ სალვარიძემ და ვახტანგ ლორთქიფანიძე, ასევე საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.










