,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო, პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში გაიმართება და განსახორციელებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ღია კენჭისყრით შეარჩევს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს წევრები და მერიის სამსახურის წარმომადგენლები, შარაბიძეების, მახინჯაურის, ახალშენისა და აჭარისწყლის ადმინისტრაციული ერთეულში, შემავალ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნული ფორმატის შეხვედრები, მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას და მოქალაქეთა გადაწყვეტილების საფუძველზე პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით პრიორიტეტების დაგეგმვას ითვალისწინებს, რომ მოსახლეობამ პრიორიტეტების მიხედვით თავად აირჩიოს საკუთარ სოფელში განსახორციელებელი პროექტები.
შეხვედრები მიმდინარე წლის 6 აპრილს დაიწყო და 8 აპრილს დასრულდება. პროგრამის ბიუჯეტი 968 000 ლარია.

















