ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე მოქალაქეებს შეხვდა.
შეხვედრაზე მოქალაქეებმა მერს ინფრასტრუქტურული და სოციალური პრობლემების გადაჭრის მიზნით მიმართეს. მერი გაეცნო გამოწვევებს და შესაბამის სამსახურებთან ერთად მათ მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმა დასახა.
მიღებას მერის მოადგილეები და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.












