ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრას ხელმძღვანელობდა მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, რომელიც მოადგილეებთან ერთად გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობას, 2026 წლისთვის განსაზღვრულ პრიორიტეტებსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა, როგორც განხორციელებული, ისე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს.
შეხვედრის დასასრულს, მერმა სამსახურის ხელმძღვანელ პირებს მისცა კონკრეტული რეკომენდაციები, არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით.








