ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინიციატივით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა იმუნიზაციით მართვადი ინფექციები, მათი გავრცელების პრევენციის მნიშვნელობა და ვაქცინაციის როლი ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვაში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარზე, აცრების დროულად ჩატარების აუცილებლობასა და იმუნიზაციის პროცესში საბავშვო ბაღების სამედიცინო პერსონალის როლზე.
აღინიშნა, რომ იმუნიზაცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მექანიზმს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ინფექციური დაავადებების გავრცელებას და უზრუნველყოფს ბავშვების ჯანმრთელ და უსაფრთხო განვითარებას.
აღნიშნულ შეხვედრას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილეები, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები და ბავშვთა იმუნიზაციის საკითხებზე საბავშვო ბაღების სამედიცინო პერსონალი ესწრებოდა.














