დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა დაამტკიცეს დადგენილებისა და განკარგულების პროექტები.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან დაფინანსებული 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები.
ამასთან, საკრებულომ დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში.


















