ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ვიზიტის ფარგლებში, მერმა სოფელ სამებაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი ითვალისწინებს 400 მეტრზე მეტი სიგრძის გზის მოწესრიგებას, რომლის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების პირობები.
ასევე, მერმა სოფელ სამებაში დაათვალიერა მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია სტიქიური პროცესების პრევენციისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
მერთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძემ და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.















