მუსლიმანური სამყარო უდიდეს საღვთო დღესასწაულს – ყურბან-ბაირამს ზეიმობს.
ხელვაჩაურის ჯამეში ყურბან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვა წაიკითხეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსლიმური დღესასწაული ტრადიციულად მშვიდობის, თანადგომისა და ერთიანობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
სადღესასწაულო ლოცვას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი მინდია დიასამიძე, მუსლიმი თემის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუსლიმ თემს ყურბან ბაირამი მიულოცეს მშვიდობა, ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა უსურვეს.
ყურბან ბაირამი მუსლიმი სამყაროსთვის განსაკუთრებული სულიერი დატვირთვის მქონე დღესასწაულია, რომელიც სიკეთის, მოწყალებისა და ურთიერთთანადგომის იდეებს ეფუძნება. დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მნიშვნელობას, რაც ჩვენი ქვეყნისა და მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა.








