ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე ედნარ ფუტკარაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მახინჯაურის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.
მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, მათ პროექტების მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა და მოქალაქეებისგან არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინა.
სოფელ განთიადში, მიმდინარეობს დოლიძეების, კომახიძეების, წუწუნავების, ყურშუბაძეების და ცხადაძეების დასახლებაში მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფას ემსახურება.
ასევე, სოფელ მახინჯაურში, ახვლედიანების დასახლებაში ხორციელდება სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია.












