ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ მხეიძესთან ერთად, ახალშენისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სოფელ ახალშენში მოქალაქის საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები.
სოფელ წინსვალაში საცხოვრებელ სახლთან მიმდინარე გაბიონის მოწყობის სამუშაოები.
აღნიშნული პროექტების განხორციელება ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
მიმდინარე სამუშაოები მერთან ერთად დაათვალიერეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა მინდია დიასამიძემ, მერის მოადგილე მანუჩარ მანველიძემ, ასევე საკრებულოსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა.












