ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ცესკომ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით,ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თემები, არჩევნების მნიშვნელობა დემოკრატიის განვითარებაში, ახალგაზრდების ჩართულობის როლი საარჩევნო პროცესებში, საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობა და არჩევნების ორგანიზების ძირითადი პრინციპები. საუბარი ასევე შეეხო, დეზინფორმაციის გავლენას საარჩევნო გარემოზე და ინფორმირებული მოქალაქის მნიშვნელობას დემოკრატიული პროცესების ეფექტიანად წარმართვაში.
ღონისძიება ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რის შედეგადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, არჩევნების მიმართ ინტერესის გაზრდასა და დემოკრატიულ პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.




















